მსოფლიოს დამწერლობები


 

1.კაცობრიობამ ხანგრძლივი გზა განვლო ვიდრე დამწერლობის ყველაზე სრულყოფილ სისტემას – ანბანურ ანუ წმინდა ფონეტიკურ დამწერლობას შექმნიდა. ანბანური დამწერლობა ენის ფონეტიკას, მის სტრუქტურას უკეთ ასახავს. დამწერლობა ცდილობს შეძლებისამებრ ზუსტად გადმოსცეს ენის თავისებურებანი, ენის ფენომენი. რაც უფრო უკეთ ახერხებს ამას დამწერლობა მით უფრო სრულყოფილია იგი. დამწერლობა მეტყველების გრაფიკული ფიქსაციაა. მსოფლიოში არსებობს 14 ძირითადი დამწერლობა ესენია: ქართული, ლათინური, ბერძნული, კირილიცა, სომხური, არაბული, ებრაული, სირიული, ეთიოპიური, იაპონური, კორეული, ჩინური, ინდური, მონღოლური.

2. ბერძნული ენის ანბანი.პირველი წარწერები გვხვდება ქრისტეს შობამდე მე-9 საუკუნეში.იგი წარომიშვა ძველი ფინიკიური დამწერლობისაგან. ფინიკიურიდან ბერძნულში გადმოსვლისას ყველა ასომ სახე შიცვალა, ბერძნებმა ანბანში პირველად შემოიტანეს ხმოვნები. ბერძნულ ანბანში 24 ასო ნიშანია.მათგან შვიდი ხმოივანია.ისევე როგორც ლათინურსა და კირილიცაში,ბერძნულშიც არის დიდი და პატარა ასოები.

3. ლათინური დამწერლობა არის თანამედროვე მსოფლოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ანბანური დანწერლობა.მას რომანული, გერმანიკული, ფინურ-უნგრული, სლავური, თურქული და სხვა ენები გამოიყენებენ.ლათინური დამწერლიობა 26 ასონიშნისაგან შედგება.ენათა ჟღერადობრივი ბუნების მიხედვით ეს ასო-ნიშნები სხვადსხა-გვარად წარმოითქმება.ლათინური დამწერლობა მომდინარეობს ეტრუსკული ანბანიდან,რომელიც ეტრუსკებმა ბერძნულის მიხედვით შექმნეს.ლათინურ ანბანში თავდაპირველად 21 ასო იყო.

4. ებრაული დამწერლობა განვითარდა ფინიკიურისა და ქანაანური კონსონანტური დამწერლობებისაგან.ასოთა მოხაზულობა წინამორბედ დამწერლობებში ერთ საგანს აღნიშნავდა.ებრაულში ამ ნიშნებმა აგურების მნიშვნელობები შეიძინეს.უძველესი ხელნაწერები მოიპოვება ძვ.წ 12 საუკუნეში.ებრაულის წინამორბედი დამწერლობები: ქანაანური დამწერლობა,ფინიკიური დამწერლობა,არამეული დამწერლობა.

5. ქართული დამწერლობა — ანბანური დამწერლობა, რომელსაც იყენებს ქართული ენა და მისი მონათესავე ქართველური ენები, ასევე დროგამოშვებით სხვა კავკასიური ენებიც (მათ შორის ოსური და აფხაზური ენები 1940-იან წლებში). თანამედროვე ქართულ ანბანს 33 ასო აქვს, ძველ ანბანში კი 38 ასო-ნიშანი იყო, რომელთაგან ხუთი თანამედროვე ქართულში აღარ გამოიყენება.

6. ჩინური დამწერლობა — ლოგოგრამული დამწერლობა. დამწერლობის ეს ტიპი გამოიყენება არა მარტო ჩინურში, არამედ ნაწილობრივ იაპონურსა და კორეულშიც. წინათ მას ვიეტნამურ ენაშიც გამოიყენებდნენ.ჩინურ სიმბოლოთა 4% არის პიქტოგრამებიდან წარმოებული, თუმცა უმეტეს შემთხვევაში თანამედროვე იეროგლიფებსა და პიქტოგრამებს შორის კავშირის შემჩნევა არც ისე ადვილია. დანარჩენები ლოგიკურად არის შედგენილი რამდენიმე მარტივი იეროგლიფისგან.

დიდ ლექსიკონებში 46 ათასზე მეტი იეროგლიფია შესული, თუმცა მათი უმეტესობა საკმაოდ იშვიათად გამოიყენება. საშუალოდ ჩინელმა ან ჩინურის მცოდნემ 3000-4000 იეროგლიფი იცის.

7. არაბული დამწერლობა (არაბ. الأبجدية العربي „ალ–აბჯადიჲა ალ-არაბიჲა“) — ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დამწერლობა მსოფლიოში. მას ძირითადად იყენებენ არაბულ ქვეყნებში, აგრეთვე ირანში, ავღანეთსა და პაკისტანში. ისტორიულად არაბული ანბანის არსებობა მტკიცდება ისეთ ევროპულ ქვეყნებში, როგორიცაა ბელარუსი, ან ბოსნია. ამ უკანასკნელში არაბული ანბანის ბოსნიურ, დიაკრიტიკულად გავრცობილ ნაირსახეობას „არებიცას“ უწოდებენ.

8. სომხური დამწერლობა  ანბანური დამწერლობის ორიგინალური სისტემა, რომელიც შექმნილია ფონეტიკურ პრინციპზე. იწერება მარცხნიდან მარჯვნივ. გამოიყენება სომხურ ენაში. სომხური ტრადიციის თანახმად იგი 405 წელს შექმნა სომეხმა სასულიერო და საზოგადო მოღვაწემ მესროპ მაშტოცმა. მესროპისეული ანბანი 36 ასოსაგან შედგებოდა, მოგვიანებით მას დაემატა კიდევ სამი ასო. დღესდღეობით თანამედროვე სომხურ ანბანში 39 ასოა, ამათგან 7 ხმოვანია, დანარჩენი კი თანხმოვანი.

9. ეთიოპიური დამწერლობა (ግዕዝ Gəʿəz) — მარცვლოვანი დამწერლობა (აბუგიდა), რომელიც სამხრეთარაბული დამწერლობისაგან განვითარდა. ის, სხვა სემიტური დამწერლობებისაგან განსხვავებით მარცხნიდან მარჯვნივ იწერება. ამჰარულ და ტიგრინიულ ენებზე, რომლებიც ეთიოპიური ანბანით ჩაიწერება, დამწერლობის სახელწოდებაა ფიდელ (ፊደል).

10. იაპონური დამწერლობა არის ჩინური სიტყვა–ნიშნური სისტემისა და იაპონური (კუთხოვანი (კატაკანა) და მრგვლოვანი (ჰირაგანა) მარცვლოვანი დამწერლობის ერთგვარი ნარევი. სავარაუდოდ ჩვენი წელთაღრიცხვის 400 წლისათვის უკვე კარგად განვითარებული ჩინური დამწერლობა უნდა შემოეტანათ ასევე იაპონიაში. დროთა განმავლობაში იაპონელებმა უცხოეთიდან შემოტანილი ეს გრაფიკული ნიშნები კიდევ დაახლ. 250 იდეოგრამით (კანჯი) განავრცეს. იმის გამო, რომ იაპონური ენა აგლუტინირებადი ენა არის და მისი ბგერების ჩინური სიტყვა–ნიშნების მეშვეობით ადეკვატური გადმოტანა შეუძლებელი გახდა, იაპონლებმა შემდეგ ხერხს მიმართეს; მათ კანჯის ნიშნები მიუხედავად მათი მნიშვნელობისა იაპონური ბგერების გადმოსაცემად „ისესხეს“ და მათი გამოყენება დაიწყეს ფონეტიკური დანიშნულებით (კანა). იაპონური მარცვლებისთვის ნიშანთა ჯგუფების ხშირმა გამოყენებამ IX საუკუნეში ხელი შეუწყო ნაწილობრივ შემოკლებული ფორმების გაჩენას; ამ შრიფტს დაარქვეს ჰირაგანა. ამავდროულად IX საუკუნეში კანას მეორე ფორმა გაჩნდა და მას კატაკანა ეწოდა.დღესდღეობით ყველაზე უფრო გამოყენებადი კანჯის რაოდენობა შეადგენს 1850, რომელთაგან 881 ნიშნის შესწავლა სავალდებულოა ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში.

11. სირიული დამწელობა— შედგება 22 ასოსგან, რომელიც არის წარმოშობილი არამეული დამწერლობიდან. დამწერლობა არის კონსონანტური, იწერება მარჯვნიდან მარცხნივ.

12. ჰინდი — ენა ჰინდუსტანის ერთ-ერთი ვარიანტი, სამწერლობო და ლიტერატურული ენა, რომელსაც იყენებენ ინდუისტები (ჰინდუსტანის მეორე ვარიანტი არის ურდუ - მუსლიმების ენა). მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის ინდური ჯგუფის ენებს.

თავისი მუსულმანური ვარიანტის — ურდუსგან განსხვავებით, რომელიც გამოიყენებს არაბულ ანბანს, ჰინდიზე წერენ დევანაგარის შრიფტით.

13. მონღოლური დამწერლობა, ძველმონღოლური დამწერლობა თავდაპირველი დამწერლობა მონღოლური ენისათვის, რომელიც მონღოლებმა XIII საუკუნის დასაწყისში გადმოიღეს უიღურული დამწერლობიდან. წერ(დნ)ენ ზემოდან ქვემოთ და მარცხნიდან მარჯვნივ. XIV საუკუნეში ბუდისტური ტექსტების ზუსტად გადმოცემის მიზნით უიღურული დამწერლობა მონღოლებმა გადაახალისეს და „გალიკი“ უწოდეს. XV–XVI საუკუნეებში მონღოლურ დამწერლობაში უკანასკნელად მოხდა ცვლილება მონღოლური ენის ფონეტიკურ კანონზომიერებათა შესაბამისად. XVII საუკუნის შუა წლებში ოირათმა მეცნიერმა ზაია-პანდიტამ რამდენადმე გადაასხვაფერა მონღოლური დამწერლობის ზოგიერთი სიმბოლო, დაუმატა დიაკრიტიკული ნიშნები და ჩამოაყალიბა ე. წ. „ნათელი დამწერლობა“



Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პროექტის შესახებ